აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე საქართველოდან სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას. განცხადება ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ზურაბიშვილმა სპეციალური მიწვევა პირადად მიიღო.
"რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა ჩვენ მივიღეთ მოსაწვევი ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემას, POLITICO-ს მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, გააუქმოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე.