გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა

გამოქვეყნდა:

გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა 

გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან. ისინი ამ წუთებში სპეციალურ პროცედურებს გადიან და ამის შემდგ გახდება ცნობილი შეუშვებენ და შეძლებენ თუ არა ისინი მესამე პრეზიდენტის მონახულებას.

​მიხეილ სააკაშვილის დედა გუშინ ჰოსპიტალში სამუშაო საათების ამოწურვის მიზეზით, არ შეუშვეს.

გიული ალასანია მიესალმება პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივას მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იქამდე, ვიდრე მესამე პრეზიდენტი სრულად გამოჯანმრთელდება:

"არაფერი არ ვიცი გუშინ არ შემიშვეს, სამუშაო საათები დასრულებულიაო. თითქოს იყო დაპირება რომ უნდა შევეშვი. ველოდებით. ექიმების რეკომენდაციები ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჩემ ხელში არ არის ეს ყველაფერი" ამბობს გიული ალასანია  

გორის ჰოსპიტალში დღეს უფლებადამცველებსაც ელოდებიან. სავარაუდოდ იქ უნდა იმყოფებოდნენ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები.

გორი უკვე მესამე დღეა მოვლენების ეპიცენტრია. საქართველოს მესამე პრეზიდენტს 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ სწორედ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი