კონტექსტიდან ამოგლეჯილ შეკითხვებზე ზედმეტია სერიოზული კომენტარი - ოხანაშვილი ივანიშვილის ჩვენებაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არ არის, ამტკიცებს, რომ განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია. 

"აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილ, ასევე, კონკრეტული პარტიის ინტერესების შესაბამისად გაჟღერებულ შეკითხვებზე ზედმეტია სერიოზული კომენტარი. თუ გნებავთ კიდე დასვით კითხვა, იგივეს გიპასუხებთ",- ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

ცნობისთვის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის  ჩვენების მიცემის დროს, მისივე დანიშნულ პრემიერ ღარიბაშვილზე ამბობს, რომ ის მისთვის უავტორიტეტოა, არ აქვს არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება. ჩვენება ტელეკომპანია "ფორმულამ" გაასაჯაროა - „რაც გინდათ ის დაარქვით, თქვენი რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“ - ამბობს იმავე ჩვენებაში ივანიშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი