ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი - ამბობს გიული ალასანია, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ დატოვა.

მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მდგომარეობა და პირობები გაუმჯობესებულია და შედარებაც არ შეიძლება იმ მდგომარეობასთან, რაც გლდანის ციხეში იყო.

მისივე თქმით, პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფანჯრის გაღების უფლება მისცეს, თუმცა ფანჯარას გისოსები აქვს, რაც ძალიან დამთრგუნველია

"გაღებულია ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე, ძალიან დამთრგუნველი და არაბუნებრივი სრულიად. არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის." ამბობს ალასანია 

რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, გიული ალასანიას თქმით, ამ თემაზე არ უსაუბრიათ:

"მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ექიმები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე." ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი