"ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩემი მეგობარი" - კალაძემ ივანიშვილის ჩვენებაზე კომენტარს თავი აარიდა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არ არის და მასზე დაბალი წარმოდგენისაა, კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა. 

კალაძე მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ღარიბაშვილი მისი მეგობარია. 

"ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერმინისტრი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამის გარდა არის ჩემი მეგობარი, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას ყველა წამოწყებულ საქმეში",- ამბობს კახა კალაძე.

 ცნობისთვის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის  ჩვენების მიცემის დროს, მისივე დანიშნულ პრემიერ ღარიბაშვილზე ამბობს, რომ ის მისთვის უავტორიტეტოა, არ აქვს არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება. ჩვენება ტელეკომპანია "ფორმულამ" გაასაჯაროა - „რაც გინდათ ის დაარქვით, თქვენი რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“ - ამბობს იმავე ჩვენებაში ივანიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი