"2011 წლიდან ვიცნობ ირაკლი ღარიბაშვილს და იგი საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და მისი საქმიანობა "ქართუ ჯგუფში" ეფექტური იყო, მაგრამ ვადასტურებ, რომ არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა. მე არ ვიცი, რამ წარმოშვა ეს საკითხი, მაგრამ დახასიათება იმ პერიოდის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობისა და არა პიროვნებისა, ზუსტად ეგ არის, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოშია საუბარი"
ამბობს გია ვოლსკი ივანიშვილის იმ ჩვენების კომენტირებისას, რომელიც მან ბერმუდის სასამართლოს მისცა და სადაც ის ამბობს, რომ ღარიბაშვილი მისთვის უავტორიტეტოა, არ აქვს არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება.