
ჩვენი პირადი გრძნობები მეორე რამეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა რამე - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ დასმულ კითხვას. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მან არაფერი იცის იმ პეტიციის შესახებ, რომელიც მოქალაქეებმა შექმნეს და სადაც ისინი მეზობელი ქვეყნის დახმარებას ითხოვენ:
პეტიცია ჩემთვის ცნობილი არ არის. გავეცნობი და მერე ვილაპარაკოთ ამაზე. ამას მე ვერ გადავწყვიტავ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და შემეკითხეთ რაზეც მე შემიძლია პასუხი გაგცეთ. ჩვენი პირადი გრძნობები მეორე რამეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა რამეა" განუცხადა ეზუგბაიამ ჟურნმალისტებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მხრივ მძიმე ვითარებაა. ქვეყანას პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოები აღარ ჰყოფნის. ინფიცირებულია თავად ქვეყნის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი და მისი ოჯახი. გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პაშინიანმა პირდაპირ თქვა, რომ სიტუაცია უარესდება და დადასტურებული შემთხვევების გარდა, ქვეყანაში არიან უსიმპტომო ინფიცირებულებიც, რომლებიც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო უწყობენ ხელს.