
ეკონომისტ გიორგი კეპულაძე ონლაინ კაზინოების აკრძალვას კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას უკავშირებს. კეპულაძის განმარტებით, მთავრობამ კარგად იცის, რომ აკრძალვით პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა შესაძლოა კრიტიკულ მედიას, სათამაშო ბიზნესიდან, სარეკლამო შემოსავალი შეუმცირდეს.
"ამ სფეროში 11 ათასი ადამიანია დასაქმებული, მხოლოდ შარშან 302 მილიონი ლარის გადასახადები გადაიხადეს ბიუჯეტში და როცა მთავრობა რაღაცის აკრძალვაზე საუბრობს, ესეც უნდა გაითვალისწინოს, საიდან შეავსებს ბიუჯეტს.
მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მთავრობის განზრახვა ასევე უკავშირდებოდეს, რომ მათ შორის, კრიტიკულ მედიას შეუმცირდეს სარეკლამო შემოსავალი სათამაშო ბიზნესიდან, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რომ აკრძალვებით ამ თემას არ ეშველება",-თქვა გიორგი კეპულაძემ.
ონლაინ კაზიონოების აკრძალვაზე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებს გადასახადები უნდა გაეზარდოთ, რეკლამა აიკრძალოს და ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწიოს, მეორე ეტაპზე კი ონლაინ კაზინოები მთლიანად უნდა აიკრძალოს.