პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. საქმე ეხება პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ კვეთას. ამის შესახებ ინფორმაციას, სასაზღვრო პოლიცია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქე ბელარუს მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდა. ბოლო 2 თვის განმავლობაში მსგავსი ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

შეგახსნებთ, რომ პოლონეთ- ბელარუსის საზღვარზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. არსებული სიტუაციის გამო, ოფიციალურმა ვარშავამ მეზობელი ქვეყნის საზღვართან ჯარისკაცები განათავსა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი