ბიძინა ივანიშვილის გულწრფელი აღიარება, რითიც ოლიგარქმა პრემიერ ღარიბაშვილის რეპუტაცია დაასამარა. როგორც ირკვევა, ქვეყნის არაფორმალური მმართველის საყვარელი ბიჭი, რომელსაც ორჯერ ჩააბარა მთავრობა ოლიგარქის კარზე ავტორიტეტით სულაც არ სარგებლობს.
ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებიდან არაორაზროვანი დასკვნა კეთდება - ღარიბაშვილს მხოლოდ ის მთავარი თვისება აქვს, რითიც ოლიგარქი ხელმძღვანელობს - უპირობო მორჩილება.
დღეს მმართველი გუნდის წევრები უკიდურესი სიფრთხილით ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებას და მთავრობის მეთაურისთვის სახის შენარჩუნებას, თუმცა ოლიგარქზე მკაფიოდ და ზუსტად ღარიბაშვილის საქმიანობა ვერავინ შეაფასა.