ცვლილებები რეგლამენტში - "ოცნება" საპარლამენტო ოპოზიციას უუფლებოდ ტოვებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს - ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' კვლევაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ,,ქართული ოცნება'' რეგლამენტში ცვლილებებით საპარლამენტო ოპოზიციის დასუსტებას ცდილობს და ოპონენტენს პრაქტიკულად უუფლებოდ ტოვებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, უმრავლესობის წევრთა მიერ პირველ ივნისს რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ოპოზიციას დღეს მოქმედი  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებიც უმცირდება.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობის'' განმარტებით ეს ცვლილებები პარლამენტში გააუარესებს მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პარტიების მდგომარებას და დაასუსტებს ოპოზიციას. საპარლამენტო რესპუბლიკაში კი დემოკრატიული მმართველობის განვითარება მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე შეუძლებელია.

ეს პროექტი გაცდენილია კონსტიტუციის ჩარჩოებს. კონსტიტუციის ჩანაწერის თანახმად, თუკი ერთი პარტია შექმის რამდენიმე ფრაქციას, ეს არის დაუშვებელი, თუმცა კანონპრექტში ამ ჩანაწერს კიდევ სხვა ჩანაწერი დაემეტა, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა პარტიებიდან შესული პირები, დეპუტატები, ვეღარ შექმნიან საერთო ფრაქციას - ამბობს" საერთაშორისო გამჭვირვალობს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი