
პრემიერმინისტრის აბსურდული ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებს აღიზიანებს და ეკონომისტების გაოგნებას იწვევს. მთავრობის მეთაურმა დღეს მოულოდნელად თავისივე ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა დაიწუნა, მაგრამ მოსახლეობისთვის რეალური ხელშეწყობის ნაცვლად კიდევ უფრო დრამატულად მძიმე გეგმები დააანონსა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან ნათელი ხდება ქართული ოცნების გეგმა, რომელიც 200 ათასი მოქალაქისთვის სოციალური დახმარების მოხსნას გულისხმობს და თანაც ხელისუფლება ამ ადამიანებს სიზარმაცეში ადანაშაულებს და აკისრებს ვალდებულებას თავად დასაქმდნენ ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილების ტოტალური დეფიციტია.