ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კვებას დღეიდან დაიწყებს

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მკურნალობის კურსს აგრძელებს. ექიმის ინფორმაციით, მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და დღეიდან ის კვებას დაიწყებს. 

მკურნალობის პროტოკოლის მიხედვით, ელენე ხოშტარიას რაციონი ამ დრომდე მხოლოდ წვენებისა და სპეციალური დანამატებისგან შედგებოდა. 

"ელექტროლიტურ ცვლაში იყო მხოლოდ გარკვეული დარღვევები, თუმცა გამოსწორებულია. გაგრძელდება კვებითი დანამატი და ამას დაემატება ჩვეულებრივი საკვების პირველი ულუფაც. თუ კარგად აიტანა საკვები, ისე, რომ არ მოგვცა სხვადასხვა სახის გართულებები, რაც კვების აღდგენის პროცესს თან ახლავს ხოლმე, მაშინ გავაფართოვებთ რაციონს მომდევნო დღეების განმავლობაში ნელ-ნელა, ეტაპობრივად", - თქვა ელენე ხოშტარიას ექიმმა, ნინო ქანთარიამ.

"დროას" ლიდერი კლინიკაში სავარაუდოდ, კიდევ 1 კვირის განმავლობაში დარჩება.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი