ბულგარეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია სულ მცირე 45 ადამიანი

გამოქვეყნდა:

დასავლეთ ბულგარეთში, ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც სულ მცირე 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა. მსხვერპლთა შორის არიან ბავშვებიც.

ავტობუსი, სავარაუდოდ, თურქეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში მიემგზავრებოდა.

ინციდენტის ადგილის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის დაკეტილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი