
კრემლი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას განაგრძობს და პარალელურად ამბობს, რომ ვითარება, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის არის შექმნილი, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდს ჰგავს. ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში ასევე წერია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტში "ძვირი ფასი გადაიხადა".
კრემლის ამ შედარებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ 2008 წელს საქართველოში და ახლა უკრაინაში ის ქმნის დაძაბულობას და არღვევს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს.