სისუსტე დავამარცხე, დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს... მგონი, მალე გამომწერენ - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის, Facebook-ზე წერს, რომ თავს კარგად გრძნობს და უკვე საკვების მიღებაც დაიწყო. 

"სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, ’ბასეინში წყალიც ჩამისხეს’

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან.

მადლობა ნიუ ჰოსპიტალს", - წერს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი