
"ოცნება ბათუმის მერის, რიგითი ჩიქოვანის გადასარჩენად მორიგ სპეცოპერაციას ატარებს" - ოპოზიციის ინფორმაციით, 25 ნოემბერს ბათუმში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ვადაგასული საკრებულოს წევრებს სხდომის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.
მათი თქმით, მმართველი გუნდი შეგნებულად აჭიანურებს პირველი სხდომის დანიშვნის პორცესს, რადგან შიშობს, რომ ახალი მოწვევის საკრებულო 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, რასაც მერის იპიჩმენტი მოჰყვება.
"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს დაშალოს ოპოზიციური საკრებულო. მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს მერის ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი, ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის, სამართლიანობის დარღვევით მიაღებინონ 2022 წლის ბიუჯეთი", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ.
მისი თქმით, ამაზე ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ამიღონ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.