"თავისუფლება მიშას", "მადლობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს" - გორში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მოქალაქეები ვარდების რევოლუციიდან მე-18 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ბანერები გაშალეს წარწერით მადლობა, მოგვიანებით კი თეთრი და წითელი ბუშტები გაუშვეს.
აქცია სიმბოლურად წერეთლის სახელობის ქუჩაზე გაიმართა, რომლის რეაბილიტაციაც 2012 წლამდე მოხდა.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.