ცვლილებების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება! - ნიკა მელია ვარდების რევოლუციაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ვარდების რევოლუციიდან მე-18 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ ამ დღეს საქართველომ "ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს წაღმა დააწყებინა ტრიალი".

მისი თქმით, იმ ცვლილებების ლიდერი, რაც ვარდების რევოლუციამ მოიტანა, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც დღეს ციხეშია, თუმცა "ეს ასე დიდხანს არ დარჩება".

"2003 წლის გიორგობა დღეს, საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი.

ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!

შესაძლებელი გახდა:

  • საქართველო კორუფციის გარეშე;
  • უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე;
  • განათებული ქვეყანა vs გრაფიკი;
  • გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად;
  • პატრული გაის ნაცვლად;
  • დასავლეთი რუსეთის ნაცვლად;
  • გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად;
  • წესრიგი კრიმინალის ნაცვლად;
  • რეფორმები უძრაობის ნაცვლად;
  • აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად;
  • პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!
  • კიდევ ბევრი რამ!

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება! საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ, ამის ბოლომდე მჯერა!", - წერს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი