ერთი წელი გავრილოვის ღამიდან -"სირცხვილია" 20 ივნისის აქციისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

20 ივნისის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა "სირცხვილია" ისევ საპროტესტო აქციისთვის ემზადება. სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირზე აქციას გეგმავენ. აქცია პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციის დაცვით და პირბადეებით გაიმართება. 

ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტოს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს წინ დედაქალაქის მერიას ხუთი თვის წინ დაწყებული სარეაბილიოტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაუსრულებია.

დაყენებულ მოთხოვნებს ამ აქციებზე, არ მოჰყოლია რეაგირება ხელისუფლებისგან. გახარიას გადადგომის მაგივრად ის დააწინაურეს და გააპრემიერეს. ისევ გვყავს პოლიტპატიმრები, ისევ არ გვაქვს პროპორციული სისტემა. არ ვაპირებთ ეს რომელიმე მოთხოვნა დავთომოთ, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ პარლამენტის გადათხრილი ტერიტორია პროტესტს ხელს ვერ შეუშლის და ისინი  აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და არ მოსწონს ერთპიორვნული მმართველობა:

ერთი წელი გავიად ამ უსამართლობიდან, რაც გააკეთა ხელისუფლებამ და გავრილოვის ღამის მონაწილეები დასაჯა სამაგალითოდ, რუსეთისთვის, ბიძინა ივანიშვილმა. შესაბამისად, პროტესტის ადგილი იქნება უცვლელი, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა ჭარხალაშვილი.

დაგეგმილ აქციას ოპოზიციაც ეხმაურება. ამბობენ, რომ კალაძის ხელოვნური ბარიერები, მოსახლეობას პროტესტის გამოხატვაში ხელს ვერ შეუშლის.

ეს არის ის სივრცე სადაც გასული 30 წლის მანძილზე იწერება საქართველოს ისტორია, ეს არის ჩვენი აგორა. ალბათ ბატონი კალაძე ცუდად იცნობს ქართველ ხალხს თუ ფიქრობს, რომ მსგავსი იაფფასიანი გამოსვლებით ხელს შეუშლის პოლიტიკური ნების გამოხატვას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

ერთი წლის შემდეგ კიდევ გვაქვს საბრძოლველი მივაღწიოთ იმას, რაც დაისახა გავრილოვის ღამეს. ეს არის პირველ რიგში, რომ საქართველო არ არის რუსული ორბიტა, საქართველოს ვერ მოექცევიან როგორც გუბერნიას და ვერ დაასვამენ თავზე გავრილოვს და კიდევ უფრო მნიშვნელონვანი, რომ საქართველო არის და იქნება დემოკრატიული ქვეყანა, - ამბობს ელენე ხოშტარია.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი