"ვარდების რევოლუცია" - ბარათაშვილის ხიდზე სიმბოლური ბანერი გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

"ვარდების რევოლუცია" - ამ წარწერით ბანერები თბილისში, 8 სხვადასხვა ადგილას გამოიფინება. ერთ-ერთი ბარათაშვილის ხიდია სადაც აქტივისტები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.  აქტივისტების მთავარი გზავნილი ისაა, რომ ვარდების რევოლუცია ისტორიული მოვლენაა, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა და მსოფლიო რუკაზე ის სულ სხვა მნიშვნელობით მონიშნა.

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც ეს დღე განსაკუთრებულად მიხეილ სააკაშვილს მიულოცა. მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან საქართველო რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნად აქცია.

ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი