
18 წელი ვარდების რევოლუციიდან - ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.
მოქალაქეების ნაწილი ვარდების მოედნიდან, ნაწილი კი თავისუფლების მოედანთან შეიკრიბა და მსვლელობა გამართა.
ვარდების რევოლუცია 18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო, რაც 23 ნოემბერს მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომით და ხელახალ არჩევნებით დასრულდა.