"თავისუფლება რთულად მოსაპოვებელია და მუდმივი ბრძოლა სჭირდება" | ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენს ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლება, მიტაცებული სახელმწიფო უნდა გამოვიხსნათ, ყველამ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, თავისუფლება რთულად მოსაპოვებელია და მუდმივი ბრძოლა სჭირდება", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდა. 

მისი თქმით, რთულია, როდესაც ვარდების რევოლუციის მთავარი შემოქმედი, რომელსაც კარგად ესმოდა და გრძნობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო პროგრესი და ცვლილებები, დღეს საპყრობილეშია. 

დღეს ჩვენი მთავრი სათქმელია, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლება, მიტაცებული სახელმწიფო უნდა გამოვიხსნათ, ყველამ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ... თავისუფლება მიშას, მიშა უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც იყო ნამდვილად შემოქმედი და ვარდების რევოლუციის ლიდერი, პროგრესი ძალიან კარგად ესმოდა და გრძნობდა რამდენად რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროგრესი და ცვლილებები, რომელიც მოხდა ქვეყანაში დღეს არის საპყრობილეში და ეს არის ნამდვილად ემოციური, რთულია და ჩვენ ყველამ ერთად ვინც ვართ... ყველანი ამაყები ვართ და პატარა წვლილი მაინც შევიტანეთ ამ ყველაფერში, თუმცა თავისუფლება რთულად მოსაპოვებელია და მუდმივი ბრძოლა სჭირდება, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ასევე იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი