აშშ-ში აქციები და დაპირისპირება გრძელდება. მომიტინგეები ნიუ იორკში კომენდანტის საათს არ დაემორჩილნენ და საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს, რასაც პოლიციის მხრიდან მასშტაბური დაკავებები მოჰყვა.
აქციებზე დარღვეული წესების გამო შეშფოთება გამოთქვა ნიუ იორკის გუბერნატორმაც. ენდრიუ ქუომოს თქმით, საპროტესტო მსვლელობები შესაძლოა ეპიდემიის გარცელების წყაროდ იქეცეს, რაც ქვეყენას სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.
საპროტესტო გამოსვლების პარალალურად, მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის სამგლოვიარო ცერემონია გაიამრთა. პოლიციის ოფიცირის მიერ მოკლულ მამაკაცს ცხრა ივნისს მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალავანენ.