კორუფციაში დახარჯული მილიონები | ბერმუდის სასამართლომ ოლიგარქს შესაძლოა უმძიმესი სანქციები დააკისროს

გამოქვეყნდა:

კორუფციაში დახარჯული მილიონები. კრედიტ-სვისთან სასამართლო დავა ოლიგარქს სულ უფრო მძიმე რეპუტაციულ დარტყმას აყენებს. სასამართლო პროცესის ჩანაწერებიდან ახალი სკანდალური ფაქტები ხდება ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილისადმი ივანიშვილის რეალური დამოკიდებულების გარდა ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქი მილიონებს ხარჯავს კორუფციული მიზნებისთვის. 

ახალი ვიდეო კადრები ადასტურებს - როგორ მინიმუმ 30 მილიონი დოლარი საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა მოსყიდვების მიზნით დახარჯა. ამაზე თავის ჩვენებაში უმსხვილესი ტრანსკონტინენტური ბანკის ერთ-ერთი მმართველი საუბრობს. ამ ბრალდების შემდეგ ნათელი ხდება, რომ 400 მილიონ დოლარად შეფასებული საქმე ოლიგარქის ბიზნეს და პოლიტიკურ იმპერიებს განადგურებით ემუქრება.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი