ცოცხალი ჯაჭვი, როგორც ერთიანობის, სიმტკიცის და ბრძოლის სიმბოლო. ხალხი, რომელიც ვარდების რევოლუციის იდეალებსა და ღირებულებებს დღემდე მხარს უჭერს და იზიარებს, დღეს სწორედ, ცოცხალ ჯაჭვში იდგა.
მოქალაქეები, რომლებიც დღეს ქუჩაში იდგნენ ამ აქციის კიდევ ერთხელ ეუბნებიან პროტესტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და ამ პროტესტის მიზეზი სწორედ 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენების შემდეგომ დაწყებული განვითარების გზიდან გადახვევაა.
იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის კლანი არ იზიარებს ვარდების რევოლუციის, დასავლურ ღირებულებებს, ყველაზე თვალსაჩინოდ ერთი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე პროგრესული ლიდერი ახლა პატიმარია.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იძულებულია გისოსებს მიღმა შეხვდეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენიდან 18 წლის იუბილეს აღნიშვნას და თანაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით.
ფოტო: ჯანო ჟვანია