"ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ მომზადდება... მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრები გაუმჯობესებულია" | ნინო ლომჯარია

გამოქვეყნდა:

"ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ მომზადდება... მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრები გაუმჯობესებულია" - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.

არ მინდა დეტალური და მკაფიო შეფასებები დავასწრო სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რომელიც ალბათ ხვალ მომზადდება, და ჩვენ მას გავასაჯაროებთ. თუმცა ის, რაზეც ყველა შევჯერდით იქვე, მათ შორის იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის და მთავარი ექიმის თანდასწრებით, იყო ის რომ მისი მდგომარეობა და პარამეტრები არის გაუმჯობესებული ჩვენი ბოლო ვიზიტის, 16 ნოემბრის შემდეგ და მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა. იქ მუშაობს მუდმივად სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ მის ჯანმრთელობის პარამეტრებს. და ზოგადად, გარემოც შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ შიგნით, დაწესებულებაში, უფრო მეტად არის ნამდვილად მიახლოებული სამედიცინო გარემოსთან ვიდრე ეს იყო მე-18 დაწესებულებაში, სადაც ძალიან ნაკლებად იგრძნობოდა, რომ ეს იყო საავადმყოფო. ეს იყო ციხე, - ამბობს ლომჯარია. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი