ბულგარეთში ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა | დაიღუპა სულ მცირე 46 პირი, მათ შორის 12 ბავშვი

გამოქვეყნდა:

ბულგარეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, შედეგად 46 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი დაიღუპა.

BBC-ის ცნობით, მგზავრების უმრავლესობა ტურისტი იყო ჩრდილოეთ მაკედონიიდან, რომლებიც თურქეთიდან, სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

გამოცემა ასევე წერს, რომ ავტობუსიდან თავის დაღწევა 7-მა ადამიანმა მოახერხა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსი ბორდიურს დაეჯახა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი