"თბილისის მერიას 10 000 სამუშაო ადგილი რომ მიაწოდოთ, გაძლევთ გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს" | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"დღეს რომ თბილისის მერიას 10 000 სამუშაო ადგილი მიაწოდოთ, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს" - ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში. 

მისივე თქმით, "შრომისუნარიან ადამიანებს საქმეს გამოუძებნიან" და "ათასობით და ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ერთდროულად, ავტომატურად". 

ღარიბაშვილის ვარაუდით, "საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა" მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი