იგეგმება დეზინფორმაციის გავრცელება - ღარიბაშვილის უწყების საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მზადდება მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სამხედროების ფეხსაცმელებზე, რომლებიც, როგორც ღარიბაშვილის უწყებაში ამბობენ, უმაღლესი ევროპული ხარისხისაა და ქართველ ჯარისკაცებს ასეთი წარმოების ფეხსაცმელი აქამდე არ სცმიათ.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იგეგმება დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც ჯარის მიმართ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებისთვის შეძენილ იქნა ბაზრის ლიდერი კომპანიების - „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმელები. ახალი წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია, რომ ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, ასევე სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით, რაც გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმატებული კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და ასევე, კონტრაქტის შუამავლების გარეშე პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჰყავთ საქართველოში წარმომადგენლები", - ნათქვამია ღარიბაშვილის უწყების განცხადებაში.

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი