ეროვნული კონსოლიდაციის მძლავრი პლატფორმის შექმნა - ხაზარაძე მხარეებს მრგვალ მაგიდასთან იწვევს

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, "ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის" მძლავრი პლატფორმის შექმნა. ამ იდეის განსახორციელებლად ის ყველა დაინტერესებულ მხარეს მრგვალი მაგიდის ფორმატში იწვევს.

ხაზარაძე წერს, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ემატება რუსეთის, ოკუპანტი სახელწიფოს მძლავრი გავლენა.

"ღიად პრორუსული ძალები და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე არიან მოკალათებული, დაუფარავად ცდილობენ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ.

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიულ ხაზებს კვეთს.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, "ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის" მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

  1. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით.
  2. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას.
  3. “ლუსტრაციის კანონი” - ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება - მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში ამ და სხვა საკითხების საფუძვლიანად მოსამზადებლად და განსახორციელებლად. ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა იყოს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა", - წერს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ძლიერი ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი