გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს ელოდებიან. ორდღიანი პაუზის შემდეგ, ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს დღეს მოინახულებენ
დღესვე მესამე პრეზიდენტი მის თანაგუნდელებსაც ელოდება. ცოტა ხნის წინ გორში უკვე ჩავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი.
"შესვლასთან დაკავშირებით მე ვერაფერს წინასწარ ვერ გეტყვით, მე გუშინაც მქონდა ზეპირსიტყვიერი თანხმობა უწყებებისგან, რომ უნდა შევსულიყავი, სამწუხაროდ ეს შესვლა ვერ მოხერხდა, რა მიზეზებით, ეს გაურკვეველია.
ჩვენ ვნახეთ ასევე, ფაქტი, როდესაც გუშინ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მას და მისი ქოლგის ქვეშ არსებულ ექპსერტთა ჯგუფს არ მიეცა საშუალება 2 საათის განმავლობაში ენახა პრეზიდენტი სააკაშვილი. დღეს დაველოდოთ მოვლენებს, მე აქ ვარ, ჩვენ გვაქვს უფლება შესვლის და ნახვის, ვნახოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ დღეს შესაბამისი უწყებები", - თქვა აკაკი მინაშვილმა.
მკურნალობის მეხუთე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა. სამედიცინო ჩარევის მიუხედავად 50-დღიანი შიმშილობის გავლენა სახეზეა და მიხეილ სააკაშვილი თავს ისევ სუსტად გრძნობს.