ზეღდულეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - მოსახლეობამ პოლიციის კორდონი გაარღვია და გზის გადაკეტვა სცადა 

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება გორის სოფელ ზეღდულეთში - მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 400-მე ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია, სამართალდამცავებმა ერთი პირიც დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

ადგილობრივების მოთხოვნაა 100 ჰა მიწის ფართობი სოფელს დაუბრუნდეს, რომელიც რამდენიმე პირზე გასხვისდა. სოფლის მცხოვრებლები ერთი კვირაა ფაქტს აპროტესტებენ, რადგან მიწის მფლობელმა ფართობის დამუშავება გადაწყვიტა, ადგილობრივები კი საძოვრების გარეშე რჩებიან. 

ადგილზე ცოტა ხნის წინ მერის მოადგილე მივიდა და მოსახლეობას სთხოვა გზა არ გადაკეტონ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ "ოცნების" წევრები მათ ეუბნებოდნენ, რომ თუ მხარს დაუჭერდნენ, მიწა სოფელს დაუბრუნდებოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი