ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციების მომხრე ვართ - გიორგი ნონიაშვილი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციებისა და კოორდინაციის მომხრეა. ამ საკითხზე პარტიის წევრმა გიორგი ნონიაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ ნიკა მელიას გუშინდელი განცხადების შემდეგ, კონსულტაცია ჯერ არ ყოფილა, თუმცა პარტიის პოზიცია უცვლელია.

"ევროპული საქართველოს პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაცია და კოორდინაცია, ოღონდ ამ კონსულტაციას და კოორდინაციას უნდა ჰქონდეს საერთო მიზანი, უშინაარსო არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, მიზანი და შინაარსი ამ ყველაფრის უნდა იყოს ვადამდელ არჩევნებისთვის ბრძოლა, რომელიც ჩვენი პარტიის პოზიციისთვის ხვალ და ზეგ არ სრულდება, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ისევე დღესაც მომხრე ვართ ოპოზიცურ პარტიებს შორის კონსულტაციებისა და კოორდინაციების საერთო მიზნის, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად", - თქვა ნონიაშვილმა. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირის ბოლოს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარადგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი