რეგულაციები, რომლებიც 1 დეკემბრიდან იცვლება - საკოორდინაციოს გადაწყვეტილებები

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. (რესტორნები და კვების ობიექტები 23 საათამდე მუშაობენ)

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულიად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად; თუ ადამიანს აქვს pcr ტესტი გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის და თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

მწვანე სტატუსის წარდგენა საჭიროა: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

1 დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებლის 50% შეძლებს დასწრებას. (ეს რაოდენობა ამჟამად 30% -ია);

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, გათავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება "მწვანე პასპორტი" 

ამავე თემაზე:

რას გულისხმობს "მწვანე პასპორტი" და რომელ დაწესებულებებში მოგთხოვენ - ნახეთ დეტალურად 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი