რას გულისხმობს "მწვანე პასპორტი" და რომელ დაწესებულებებში მოგთხოვენ - ნახეთ დეტალურად 

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. უფრო კონკრეტულად მწვანე პასპორტს მიიღებენ:

"პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათაინი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6 თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა, საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება, ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 

1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით მოქალაქეების შესვლას შეძლებენ: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტენს დარბაზებში, სასტუმროებში.

იგივე პრინციპი იმოქმედებს სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღნიშნული მოთხოვნა ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებს ეხება.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი