სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას გამოსაჯანმრთელებლად დრო დასჭირდება.
როგორც ექიმი ამბობს, პრეზიდენტს გადაადგილების პირველი მცდელობა გუშინ დილით ჰქონდა, გაუჭირდა, თუმცა საღამოს დაახლოებით 5 წუთის განმვალობაში უკვე შეძლო სიარული.
"ჩვენ მივყვებით პროგრამას ყოველ დღე. ამის საშუალებას მისი ორგანიზმი გვაძლევს, ყველაფერი მიდის გეგმიურად. ნელ-ნელა უკეთესად ხდება ყველაფერი, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ყოველდღიურად ამიტომ მოვდივართ, მახვედრებენ ანალიზებს და ვაფასებთ. გუშინ ადინამიის შემდეგ პირველი მცდელობა ჰქონდა, დილით გაიარა დერეფანში, გაუჭირდა, თუმცა გუშინ საღამოს დაახლოებით 5 წუთის განმვალობაში შეძლო სიარული[..] გუშინ ვინც გამოვიდა ყველამ დაადასტურა ერთი და იგივე, რომ დინამიკა არის დადებითი ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი წესრიგდება, დრო გვჭირდება". - ამბობს ელენე გიორგაძე
მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისი უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი შევიდა.
შეგახსნებთ, რომ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტრომ მას კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.