
"ჩვენ შტურმი კი არ მივიტანეთ, ჩვენ ვამბობთ იმ სიმართლეს, რომელი სიმართლეც ზედაპირზე დევს"- "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი სახალხო დამცველზე თავდასხმებს უარყოფს
მისი განცხადებით, ლომჯარია ცდილობს ციხიდან გამოიხსნას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ ეს არ არის სახალო დამცველის არც მანდატი და არც ფუნქცია.
"ნინო ლომჯარია უნდა იყო სახალხო დამცველი და არა ერთი პოლიტიკური აქტორის პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი და არ უნდა გააკეთოს ის ქმედებები, რომელის მიზანიც არის, რომ პატიმრობიდან დაიხსნას რამენაირად სააკაშვილი. ეს არ არის სახალო დამცველის არც მანდატი და არც ფუნქცია" - ამბობს ქადაგიშვილი
ნინო ლომჯარიაზე შეტევა ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ განაახლა, რაც მის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა ექიმების შემადგენლობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა და მისი გლდანის ციხიდან დაუყოვნებლივი გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
თავმჯდომარე კობახიძის თაოსნობით ოცნების" დეპუტატებმა ექიმებიც პოლიტიკურ ინტერესებში დაადანაშაულეს.
ასევე იხილეთ: