ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - შესაძლოა ახალი ბრალდებული მამა შიო მენაბდის შვილის სახით გამოიკვეთოს

გამოქვეყნდა:

გიორგი ჯანაშია, რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხეში ყოფნიდან ორი წლის თავზე ალაპარაკდა. ჯანაშიამ ხელი მიხეილ კალანდიას დაადო და თქვა, რომ ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში დათუნა სარალიძის მკვლელობის შემდეგ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ოჯახს წევრს, სისხლის კვალი ჰქონდა. 

გიორგი ჯანაშიას ეს ჩვენება კალანდიას ციხეში გასაშვებად პროკურატურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ბრალდება  მას საპროცესო გარიგებაზე დათანხმდა და ციხეს ბევრად უფრო დატოვებს, ვიდრე ეს სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა დაადგინეს. 

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის  ადვოკატი მთელი დღის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა, მან სასამართლო სხდომა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან არაფერი თქვა. ტარიელ კაკაბაძემ დღის ბოლოს განმარტება გააკეთ. ის ამტკიცებს, ჯანაშიას კალანდიასთვის სარალიძის მკვლელობაში ხელი არ დაუდია, თუმცა არ ამბობს, რის სანაცვლოდ დათანხმდა პროკურატურა საპროცესო გარიგებას. 

დავით სარალიძის მკვლელობიდან ორი წლის თავზე, პროკურატურას საქმე, რომელიც გამოძიებულად გამოაცხადა, თავზე ჩამოემხო და ახლა თავადვე აღიარებს, რომ ციხეში მკვლელობის ბრალდებით ყველა პირი, თავის დროზე არ გაუშვია, ის, ვინც მკვლელად გამოაცხადა, საპროცესო შეთანხმებით გარეთ გამოდის.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ჯანაშიამ სარალიძის მკვლელობის საქმეში გამოძიებას ინფორმაცია მხოლოდ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არ მიაწოდა და ჩვენება მამა შიო მენაბდის შვილზე, გიორგი მენაბდეც მისცა. 

მამა შიო მენაბდის შვილი, რომელიც შესაძლოა, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის ახალი ბრალდებული გახდეს, გაუჩინარებულია.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჯანაშიასთან პროკურატურა საპროცესო გარიგებას, მოკლულის მამის ზაზა სარალიძის თანხმობის გარეშე ვერ გააფორმებდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისთვის მთავარი სიმართლე საჯაროდ ითქვა, ვინც რამდენ წელს გაატარებს ციხეში ეს მეორე ხარისხოვანია

უზენაეს სასამართლოში დღეს განსასჯელის სკამზე, სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჯანაშიას გარდა იჯდა გუგა ბარბაქაძეც, თუმცა პროკურატურა მას საპროცესო გარიგებას არ უფორმებს, რატომ ამ თემაზე მის ადვოკატს პასუხი არ აქვს. 
პროკურატურა უკვე ორი წელია ცდილობს გუგა ბარბაქაძეს დავით სარალიძის მკვლელობა, დაუმტკიცოს, თუმცა ვერ ახერხებს. თავად ბარბაქაძე ამ ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი