
კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის ე.წ. მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე NCDC-ს სხვა პოზიცია ჰქონდა, თუმცა საბჭომ გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღო.
"მწვანე პასპორტში არის 4 ინდიკატორი - ორჯერადი აცრა, გადატანა ინფექციის, ბოლო 72 საათში pcr-ი და ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.
ჩვენი პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შეიძლება, გადაიხედოს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მოქმედი რეგულაციების თანახმად, მწვანე სტატუსი ადამიანს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ:
მწვანე სტატუსის წარდგენა საჭიროა: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.