
ვინმეს გაუგია, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? - განაცხადა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, დედა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
მან უკმაყოფილება ვერ დამალა იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციის სტრატეგია და ერთიანობა დააზიანა:
"გაოგნებული ვარ, გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ესეთი განცხადება, რომ თურმე ნუ იტყვი და ამისმა 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრობა. ვინმეს გაუგია ესეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ესეთი რამე გაუგია ვინმეს" ამბობს ალასანია.
მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ახლა საჭიროა საზოგადოების აქტიურობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გათავისუფლებული.
იხილეთ ასევე: