"მიხეილ სააკაშვილი მასთან "ემპათიას" ექსპერტების დაუყოვნებლივ შესვლას მოითხოვს" | ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალი დატოვა

გამოქვეყნდა:

"ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნერვული მდგომარეობა... ძალიან მნიშვნელოვანია მასთან "ემპათიას" ალტერნატიული კონსილიუმის შესვლა" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის ჰოსპიტლსი დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს. 

ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების შესვლას მოითხოვს. მისივე განმარტებით, ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებს შორის არიან ნევროლოგები და ფსიქოლოგები და ახლა მისთვის ამ კუთხით მკურნალობა მნიშვნელოვანია.

​იგი დაუყოვნებლივ მოითხოვს, ცენტრი ემპათიის მიერ გაკეთებული საექიმო საექსპერტო საბჭოს შესვლას. ჩემი თვალთახედვით, როგორც კი პირველადი სისუსტეები ალაგდა, წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნერვული მდგომარეობა, ყველაზე უფრო მძიმე ასეა, ეს მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპერვტები ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი