"ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალური აღდგენის პროცესი საჭიროებს დროულ ჩარევას", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საუბრობს.
ჩვენ, ვინც შევდივართ შევაჩვიეთ უკვე ამას თვალი და კარგად შეიძლება ჩვენთვის არ ჩანს და ეს ნამდვილად ასეა, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება, ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალური აღდგენის პროცესი რომელიც გაცილებით უფრო რთულია და შეიძლება ასე თვალხილულად არ მიმდინარეობდეს და ამას ანალიზებით ვერ გავიგებთ. საჭიროებს ძალიან კვალიფიციურ და დროულ ჩარევას, - ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: