მას უსამართლო სასამართლოს უფლებაც კი წართმეული აქვს - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე

გამოქვეყნდა:

სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას უსამართლო სასამართლოს უფლებაც კი წართმეული აქვს - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ასწრებენ მიხეილ სააკაშვილს და ამისთვის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად იქნება საუბარი მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდება: 

"ნულოვანი ნდობა აქვს ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსი, მიუხედავად ამისა და მიუხედავად მისი სისუსტისა, ის ითხოვს გადაყვანილ იქნას სასამართლოში, სადაც ის ღია პროცესი უნდა იყოს და ის ქართველი ხალხის წინაშე ილაპარაკებს სიმართლეს და საერთოდ არ აინტერესებს როგორი იქნება პროკურორების, სასამართლოს და ქართული ოცნების ხელისუფლების აღქმა. თუმცა, კვლავ უსავმს ხაზს, რომ მან შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს პლატფორმა, რომელსაც იგი უპირობოდ ენდობა სრულფასოვნად მიიღებს მონაწილეობას ამაში. ეს იქნება სპეციალურად შექმნილი სასამართლო, ეს ტექნიკის საკითხია, კონსტიტუცია გასაგებია, რომ სპეციალურ სასამართლოებს გამორიცხავს, მაგრამ რაღაცა ფორმატი, რომელსაც ენდობა ხელისუფლებაც და ენდობა სააკაშვილიც. ამ შემთხვევაში იგი კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის წინაშე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას, მე ამაში დარწმუნებული ვარ თუ ეს სასამართლო იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი." ამბობს ნიკა გვარამია. 

თუმცა იქვე ამატებს, რომ ასეთი სასამართლოსი ივანიშვილს ეშინია, რის გამოც არ დაუშვებს მსგავს პრეცედენტს

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი