არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ხახალეიშვილმა, ქართული ოცნების ბალანსზე 10 ათასი ლარი შემოწირულობის სახით დარიცხა, თუმცა მისი ანაზღაურებით თუ ვიმსჯელებთ, ქუთაისის მერს მინიმუმ ნახევარი წელი უნდა ეშიმშილა და ხელფასიდან ერთი გროშიც არ დაეხარჯა იმისთვის, რომ საჭირო თანხა, საჭირო დროს, პარტიის ანგარიშზე დარიცხულიყო.
დეკლარაციის მიხედვით, ქუთაისის მერი, სხვა ჩინოვნიკების ფონზე ღარიბია. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1499 ლარია, თუმცა თანხის შეგროვება მაინც მოახერხა, თან მაშინ, როცა არჩევნების მეორე ტური წინ იყო და თანამდებობა გარანტირებული არ ჰქონდა. ამ ფინანსური ტრანზაქციის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოცნების შავი სალარო, მერმა მადლობისა და შემდგომი მხარდაჭერის მიზნით შეავსო.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მერი ხახალეიშვილი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე დამარცხების გამო დასაჯეს და მომდევნო ტურზე ამომრჩევლის დაშინებისა და ხმების მობილიზებისთვის, ჯიბიდან ხალხის ფული დაადებინეს.
"აი ფაქტის" გამოძიების შემდეგ, მერ ხახალეიშვილს, საკუთარი სალაროს შევსება თავიდან მოუწევს, რადგან ნახევარი წლის ანაზღაურება ერთი ხელის მოსმით დახარჯა და ახლა წესით, მის ბალანსზე მხოლოდ 1 თვის ხელფასი უნდა ირიცხებოდეს.