ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი და ტერორი. ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებს შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე.
"მთავარმა არხმა" გაშიფრა ახალი აუდიო ჩანაწერები, სადაც პირველად მოისმენთ, რა არაადამიანური მეთოდებით ცდილობს "ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს მომლაპარაკებლებად ჯერ ასლან აბაშიძის მთავრობის მილიციის მაღალჩინოსნები მიუგზავნეს, შემდეგ კი, პოლიტიკოსის დაყოლიება მისივე ნათესავების გამოყენებით დაიწყეს.
ნუგზარ ფუტკარაძე 18, ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას წინ უსწრებდა ტერორი და ზეწოლა, ოცნების სახელით. შუამავლები ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს კვირების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. ნაციონალური მოძრაობა სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებას სთხოვს. მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს ობიექტურ გამოძიებასაც, თუმცა იმუშავებს თუ არა გომელაურის სამართალი ქართული ოცნების წინააღმდეგ, არავინ იცის.