"შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია... არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"შემდეგი სამი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისადმი გავრცელებულ მიმართვაშია საუბარი:

შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.

ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი