ჩრდილოეთ კორეაში Squid Game-ის გავრცელებისთვის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეაში Netflix-ის სერიალ Squid Game-ის გავრცელებისთვის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

Radio Free Asia (RFA)-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სერიალის ყურებისთვის 7 სკოლის მოსწავლე, ერთი კაცი კი მისი გავრცელებისთვის დააკავა.

გამოძიების თქმით, კონტრაბანდისტმა ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში Squid Game-ის ასლი ჩამოიტანა და სერიის შემცველი USB ფლეშ დრაივები  სკოლის მოსწავლეს მიყიდა, რომელმაც Netflix-ის შოუ თანაკლასელებთან ერთად საკლასო ოთახში ნახა. შემომტანს დახვრეტა, ხოლო მყიდველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენი ექვსი სკოლის მოსწავლე 5 წელს შრომით ბანაკში გაატარებს. 

ცნობისთვის, სამხრეთ კორეული სერიალი Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალია. სერიალი ვალებში ჩაფლული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ფულადი პრიზის მოსაპოვებლად, ერთმანეთს  სასიკვდილო თამაშებში ეჯიბრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი