COVID 19-ის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ევროპაში | გერმანიასა და საფრანგეთში ახალი რეგულაციები დაწესდება

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიასა და საფრანგეთში ახალი რეგულაციები წესდება.

გერმანული გამოცემა Deutsche welle-ს ინფორმაციით, ახალ რეგულაციების თანახმად, გერმანიის მოქალაქეები ვალდებულები არიან, სამუშაო ადგილსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გამოჯანმრთელების ან კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. მანამდე კოვიდპასპორტი მხოლოდ რესტორნებსა და ბარებში იყო სავალდებულო.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ახალი რეგულაციების დაწესება აუცილებელია. მისივე განმარტებით, შეზღუდვები შეეხება პირბადის ტარებას, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში, ასევე იგეგმება, რომ საფრანგეთში არავაქცინირებულ პირებს უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესდეთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი