შვედეთის პირველი ქალი პრემიერი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

გამოქვეყნდა:

შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა.

მაგდალენა ანდერსონი პრემიერად ოთხშაბათს აირჩიეს, თუმცა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მწვანეთა პარტიამ გადაწყვიტა, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიცია დატოვოს. ამასთან, პარლამენტმა ქვეყნის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარი თქვა.

BBC-ის ინფორმაციით, პარლამენტის სპიკერი პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. გამოცემის ცნობით, შესაძლოა ანდერსონის კანდიდატურა კვლავ წარადგინო, თუმცა არა, როგორც კოალიციური მთავრობის პრემიერი, არამედ უმცირესობების კაბინეტის პრემიერი, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩამოაყალიბებს.

ანდერსონი პრემიერმინისტრად დღეს დაინიშნა. შვედეთის კანონების თანახად, ქვეყანაში პრემიერად არჩევისთვის საჭიროა, რომ უმრავლესობამ წინააღმდეგ არ მისცეს ხმა. 349 დეპუტატიდან, ანდერსონის პრემიერად არჩევის წინააღმდეგ 174 დეპუტატი გამოვიდა, 117-მა მას მხარი დაუჭირა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი